რობერტა მეცოლა: ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს
13/02/2024 08:57:48 მსოფლიო
ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირმა თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს.
"ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა და მზად იყოს საფრთხეებთან დასაპირისპირებლად თავისი დიდი ხნის პარტნიორის, შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე", – განაცხადა მან.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თავდაცვის ინდუსტრია და პრაქტიკულად იმოქმედონ სტრატეგიული ავტონომიის საკითხებში, თუმცა ევროპული „თავდაცვითი კავშირი“ უნდა იყოს „შემავსებელი და არა კონკურენტული ნატო-სთან“.
ევროპაში აღშფოთება გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ „წაახალისებს“ რუსეთის თავდასხმას ნატო-ს ნებისმიერ წევრზე, რომელიც საკმარისს არ გადაიხდის თავდაცვისთვის".


