Accentnews.ge
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინის და ისრაელის დახმარების პაკეტს ეჭვქვეშ აყენებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი უკრაინის და ისრაელის დახმარების პაკეტს ეჭვქვეშ აყენებს

13/02/2024 09:42:56 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მწვავედ გააკრიტიკა 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი, რომელიც განკუთვნილია უკრაინისთვის, ისრაელისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რითიც ეჭვქვეშ დააყენა პაკეტის მომავალი იმ ფონზე, როცა სენატის ლიდერები ნელ-ნელა მიიწევენ წინ საბოლოო კენჭისყრისკენ.

ჯონსონი, რომელიც ლუიზიანელი რესპუბლიკელია, განცხადებაში ამბობს, რომ პაკეტს აკლია საზღვრის დაცვის შესახებ პუნქტები და ამბობს, რომ პაკეტი "ჩუმადაა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველაზე მწვავე საკითხზე".

როორც დასავლური მედია იუწყება, ეს, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ნიშანი იყოს, რომელიც უკრაინის დახმარების მიმართ გამოუთქვამთ კონსერვატორებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S