ესტონეთი: რუსეთი დასავლეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის ემზადება
13/02/2024 10:02:30 მსოფლიო
ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთი დასავლეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის ემზადება მომავალ ათწლეულში და მისი შეკავება შესაძლოა, შეიარაღებული ძალების საპასუხო გაძლიერებით განხორციელდეს.
ესტონეთის დაზვერვის ხელმძღვანელის კაუპო როსინის თქმით, ეს შეფასება ეფუძნება რუსეთის გეგმებს გააორმაგოს ძალები, რომლებიც განთავსებულია მის საზღვრებთან ნატო–ს წევრ ქვეყნებთან - ფინეთთან და ბალტიის სახელმწიფოებთან.
ესტონეთის მსგავსად, რუსეთსა და დასავლეთს შორის შესაძლო ომს რიგი დასავლური ქვეყნების ლიდერებიც არ გამორიცხავენ.


