მედია: თურქეთში ატომურ ელექტროსადგურზე რუსი დააკავეს ტერორიზმის თაობაზე გამოძიების ფარგლებში
13/02/2024 10:59:07 მსოფლიო
თურქეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა, რომელიც იძიებს ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ბოევიკების საქმიანობას, დააკავა რუსეთის ატომურ ელექტროსადგურზე დასაქმებული მოქალაქე. ამის შესახებ Reuters უშიშროებაში საკუტარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ირკვევა, რომ ეჭვმიტანილი ყალბი დოკუმენტებით მუშაობდა აკუიუის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც რუსული "როსტომი" აშენებს.
სამართალდამცავების განცხადებით, უცხოელი ორდერის საფუძველზეა აყვანილი. თუმცა პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში არ არის მითითებული ეჭვმიტანილის მოქალაქეობა და არც სხვა მაიდენტიფიცირებელი დეტალები.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თურქეთში პოლიციამ სტამბოლის სასამართლოსთან ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილი 40 ადამიანი დააკავა.


