ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა
13/02/2024 11:21:10 მსოფლიო
აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ფარჰად აბდულაევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კი - დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აბდულაევმა აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად, ილჰამ ალიევი მომდევნო 7 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულად ითვლება.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხმების 92.12 პროცენტით გამოცხადდა.


