Accentnews.ge
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ მერიის თანამშრომელს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ მერიის თანამშრომელს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა

13/02/2024 12:18:22 სამართალი

"ფორმულას" ინფორმაციით, ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ თბილისის მერიის თანამშრომელს გიორგი ვახტანგაშვილს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო.

ვახტანგაშვილს კვლავ ბრალდებულის სტატუსი აქვს და მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაგრძელდება.

ვახტანგაშვილი თბილისის მერიაში გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო აღძრული, რაც ითვალისწინებს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი;

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა. 2 მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი - დაშავდა. აღნიშნულ საქმეზე 9 პირი დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S