Accentnews.ge
NATO–ს შესახებ ტრამპის განცხადებებმა რესპუბლიკელები დაყო

NATO–ს შესახებ ტრამპის განცხადებებმა რესპუბლიკელები დაყო

13/02/2024 12:51:44 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარებმა ნატოს მოკავშირეების დაცვაზე უარის თქმის შესახებ რესპუბლიკელებს შორის უთანხმოება გამოიწვია,– იტყობინება The Hill.

ზოგიერთი რესპუბლიკელი ამცირებდა მნიშვნელობას ტრამპის განცხადებებისა, რამაც შეაშფოთა ნატოს გენერალური მდივანი და ალიანსის წევრი ქვეყნები, ნაწილმა კი დაგმო ექსპრეზიდენტის გამონათქვამები.

"ეს ყველაფერი სარკაზმია. საუბარია იმაზე, რომ მათ (ალიანსის მოკავშირეებმა) გადაიხადონ ფასი. თქვენ იცით, რომ მათმა უმრავლესობამ ეს არ გააკეთა", - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ტომი ტუბერვილმა.

იმავდროულად, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯეიმს ლანკფორდმა განაცხადა, რომ არანაირად არ ეთანხმება აშშ–ის მიერ მოკავშირეებისთვის ზურგის ქცევას.

"ეს, ჯერ ერთი, აქამდე არ მომხდარა და არც უნდა მოხდეს. ცხადია, ყველამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, მაგრამ იმის თქმა, რომ "ჩვენ მოკვლის უფლებას მოგცემთ, თუ ამას არ გააკეთებთ", არასწორი გზაა“, - დასძინა მან.

რესპუბლიკელი სენატორის ჯონი ერნსტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არ უნდა წაახალისოს მოწინააღმდეგეები მსგავსი განცხადებებით:

"აშკარაა, რომ ევროპელები ჩვენი პარტნიორები არიან. ჩვენ გავაგრძელებთ მათ წახალისებას, ნატოში წვლილი შეიტანონ და მეტი იმუშაონ".

ტრამპის შენიშვნებმა დემოკრატებში შეშფოთება გამოიწვია, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი გარანტიები, გარდა იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ნატოდან კონგრესის თანხმობის გარეშე გასვლა ეკრძალება.

დონალდ ტრამპმა "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის წარმოებული კამპანიისას თქვა, რომ წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას NATO–ს წევრებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავენ.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ NATO–ს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არცერთ ქვეყანას, რომელსაც ვალდებულება არ შეუსრულებია:

„არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მათ წავახალისებდი, რა ჯანდაბაც უნდათ, ის გააკეთონ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“.

როცა პრეზიდენტი იყო, ტრამპი ხშირად გამოთქვამდა ეჭვებს ალიანსის საჭიროებაზე და იმუქრებოდა, რომ NATO–ს დატოვებდა, თუკი წევრი ქვეყნები თავდაცვაზე საკმარის ხარჯებს არ გაიღებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S