Accentnews.ge
კაიროში აშშ-ის და ისრაელის სპეცსამსახურები აწარმოებენ მოლაპარაკებებს კატარის პრემიერ-მინისტრთან ღაზას საკითხზე

კაიროში აშშ-ის და ისრაელის სპეცსამსახურები აწარმოებენ მოლაპარაკებებს კატარის პრემიერ-მინისტრთან ღაზას საკითხზე

13/02/2024 13:27:20 მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი, ისრაელის „მოსადის“ ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა და კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი კაიროში მართავენ მოლაპარაკებებს,– ამის შესახებ ეგვიპტური მედია იტყობინება.

მათივე ცნობით, თემა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა.

„ჰამასი“ და სხვა ფრაქციები კაიროს შეხვედრების შედეგებს ელიან და „ჰამასი“ მზადაა განიხილოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აგრესიისა და ომის დასრულებას გამოიწვევს“, - განუცხადა AFP-ის „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს ღაზას სექტორში ცეცხლის სულ მცირე, ექვსი კვირით შეწყვეტის შესახებ, როგორც უფრო ფართო შეთანხმების ნაწილის ისრაელსა და რადიკალურ პალესტინურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის, რომელიც ასევე მოიცავს მძევლების გათავისუფლებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S