Accentnews.ge
იოსებ ხახალეიშვილი: „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძველი და სახელოვანი უმაღლესი განათლების კერაა!“

იოსებ ხახალეიშვილი: „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძველი და სახელოვანი უმაღლესი განათლების კერაა!“

13/02/2024 13:46:31 რეგიონები, რეკლამა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, გაიხსნა საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ბიუსტი და ნიკო ნიკოლაძის სახელობის აუდიტორია.

ქუთაისის მერიის ცნობით, უნივერსიტეტს დაბადების დღე მიულოცა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა

"ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წელი შესრულდა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ სახელოვან განათლების კერას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ამ ისტორიის ნაწილი ვართ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ეს სასწავლებელი. მინდა უნივერსიტეტის მესვეურთ, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სრულიად ქუთაისს მივულოცო ეს დღე. გვეამაყებით და მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ!", – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S