Accentnews.ge
ტრამპმა NATO–ს მოუწოდა, აშშ–ის დონეზე დაეხმაროს უკრაინას

ტრამპმა NATO–ს მოუწოდა, აშშ–ის დონეზე დაეხმაროს უკრაინას

13/02/2024 14:01:47 მსოფლიო

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააძლიერა კრიტიკა ნატოს მიმართ უკრაინის დახმარების დონესთან დაკავშირებით. განცხადება მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში გააკეთა.

„ჩვენ ვეხმარებით უკრაინას 100 მილიარდ დოლარზე მეტით, ვიდრე ნატო. ჩვენ არავინ გვყავს (ხელისუფლებაში), რომლებსაც პატივს სცემენ და დაჟინებით ითხოვენ ჩვენზე ბევრად ნაკლების გადახდას. არასწორია, ნატომ უნდა გადაიხადოს ისევე, როგორც ჩვენ და ახლავე. ისინი ამას გააკეთებენ, თუ სწორად სთხოვენ. თუ არა და მაშინ ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, - თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, როდესაც თავად იყო აშშ–ის პრეზიდენტი, ნატო "ძლიერი" გახადა, ალიანსის წევრები აიძულა, მეტი გადაეხადათ თავდაცვითი ხარჯებისთვის მშპ-ს 2%–ის შესასრულებლად.

”როდესაც ვუთხარი 20 ქვეყანას, რომლებიც არ იხდიდნენ თავიანთ სამართლიან წილს, რომ მათ "უნდა გადაეხადათ" და ვუთხარი, რომ "ამის გარეშე თქვენ არ გექნებოდათ აშშ-ის სამხედრო დაცვა", ფულმა დენა დაიწყო. ამდენი წლის შემდეგ ეს მშვენიერი სანახაობა იყო. მაგრამ ახლა, როცა იქ არ ვარ იმისთვის, რომ ვთქვა: "თქვენ უნდა გადაიხადოთ", ისინი ძველ ჩვევებს დაუბრუნდნენ", - თქვა ტრამპმა.

მანამდე დონალდ ტრამპმა "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის წარმოებული კამპანიისას თქვა, რომ წაახალისებდა რუსეთს, დაარტყას NATO–ს წევრებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარის თანხებს არ ხარჯავენ.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ NATO–ს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არცერთ ქვეყანას, რომელსაც ვალდებულება არ შეუსრულებია:

„არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მათ წავახალისებდი, რა ჯანდაბაც უნდათ, ის გააკეთონ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“.

როცა პრეზიდენტი იყო, ტრამპი ხშირად გამოთქვამდა ეჭვებს ალიანსის საჭიროებაზე და იმუქრებოდა, რომ NATO–ს დატოვებდა, თუკი წევრი ქვეყნები თავდაცვაზე საკმარის ხარჯებს არ გაიღებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S