თურქეთში, ოქროს მაღაროში მეწყერი ჩამოწვა, 9 მაღაროელი დაკარგულად ითვლება
14/02/2024 05:41:39 მსოფლიო
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ოქროს მაღაროში მეწყერი ჩამოწვა. 9 მუშა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ადგილზე 400 მაშველი მუშაობს.
მაღაროს ოპერირებას უწევს კომპანია "ანაგოლდ მაინინგი".
გეოლოგები ამბობენ, რომ მიწა, რომელმაც მეწყერი ჩამოაყალიბა, დამუშავებული იყო ოქროსთვის და შესაძლოა, შეიცავდეს ისეთ საშიშ ნივთიერებებს, როგორიცაა ციანიდი, რაც საფრთხეა ახლომდებარე მდინარე ევფრატისთვის.
ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ევფრატისკენ მიმავალი ნაკადი ჩაიკეტა.


