Accentnews.ge
რუსეთთან საზღვარი შესაძლოა, ესტონეთმაც დაკეტოს

რუსეთთან საზღვარი შესაძლოა, ესტონეთმაც დაკეტოს

14/02/2024 05:58:56 მსოფლიო

ევროკავშირის და ნატო–ს წევრი ესტონეთის მთავრობამ შესაძლოა, რუსეთთან საზღვარი დროებით დაკეტოს. მიზეზი რუსეთის მხრიდან მიგრაციული კრიზისის შექმნის მცდელობაა.

ესტონეთის პოლიციის და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო კვირებში რუსეთი ესტონეთთან საზღვრისკენ შეგნებულად უშვებს უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე კანონიერად შესვლის უფლება.

დეპარტამენტი ესტონეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თუ რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, ესტონეთის სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს დროებით დაკეტავს, შესაბამისად, ამ გზით სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ და სხვა, გაცილებით დიდი მარშრუტებით სარგებლობა მოუწევთ.

რუსეთთან საზღვარი 2023 წლის ნოემბრიდან დაკეტა ფინეთმა, რომელიც რუსეთს მიგრაციული კრიზისის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს. ფინეთის ცნობით, ქვეყანამ გადაწყვეტილება მიიღო თავის საზღვართან, რუსეთის ტერიტორიის მხრიდან თავშესაფრის მაძიებლების, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეთა დიდი ნაკადის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S