Accentnews.ge
შავ ზღვაში უკრაინელების მიერ რუსული სადესანტო გემის ჩაძირვის შესახებ იუწყებიან

შავ ზღვაში უკრაინელების მიერ რუსული სადესანტო გემის ჩაძირვის შესახებ იუწყებიან

14/02/2024 06:58:38 მსოფლიო

უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ ჩაძირეს , – იუწყება „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის წყაროთა ინფორმაციით, რუსულ გემზე დრონებით დარტყმა დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია იყო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს რუსულ სადესანტო გემზე შეტევის შესახე ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს. აღნიშნულს შესახებ რაიმე ცნობა არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ შავ ზღვაში ექვსი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S