
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად ბათუმში სკოლების მშენებლობის პროცესს გაეცნო
14/02/2024 07:39:56 რეგიონები, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმში სკოლების მშენებლობის პროცესს გაეცნო.
"თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის სკოლების რეაბილიტაცია. უახლოეს წლებში, 30 000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასკოლო გარემო, რაც გაზრდის თანამედროვე განათლებაზე ხელმისაწვდომობას.
ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში (დემეტრე თავდადებულის და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან) ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
შენდება 3 სართულიანი, სრულიად ადაპტირებული სკოლის შენობა, რომელიც გათვლილია დაახლოებით 1 400 მოსწავლეზე. შენობაში, საკლასო ოთახებთან ერთად, განთავსდება სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სათავსოები, ასევე მოეწყობა ღია სპორტული მოედანი.
ამ ეტაპზე დასრულებულია ერთი სამსართულიანი ფლიგელის მშენებლობა და მიმდინარეობს მეორე ფლიგელის მეორე სართულის მშენებლობა.
ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით შენდება 3 სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 2 000 მოსწავლეზე.
საკლასო ოთახებთან ერთად, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით. შენობა ადაპტირებულია, მოეწყო ლიფტი.
მ დროისთვის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე წელს პროგრამის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 000 000 ლარზე მეტია. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში 125 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობის მშენებლობა და 16 საჯარო სკოლის სრული / ნაწილობრივი რეაბილიტაციაა დაგეგმილი", – აცახადებენ სამინისტროში.