Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბმა რუსული „ცეზარ კუნიკოვის“ ჩაძირვის შესახებ განაცხადა

უკრაინის გენშტაბმა რუსული „ცეზარ კუნიკოვის“ ჩაძირვის შესახებ განაცხადა

14/02/2024 08:01:33 მსოფლიო

მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ უკრაინის სეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ 14 თებერვლის დილით შავ ზღვაში მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსული დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დანაყოფებთან ერთად გაანადგურეს დამპყრობლების დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

აღნიშნულია, რომ დარტყმის დროს გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა შავ ზღვაში ურაინული დრონების განადგურების შესახებ, თუმცა მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა სადესანტო ხომალდის დაზიანების კადრები. იუწყებიან, რომ ის ჩაიძირა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან აფილირებული ტელეგრამ–არხი Rybar იტყობინებოდა, რომ გემმა დაზიანება მიიღო, თუმცა მასშტაბი უცნობია. კიდევ ერთი რუსული ტელეგრამ–არხი "ორი მაიორი" ირწმუნება, რომ "ეკიპაჟის ყველა წევრი ცოცხალია".

ბერდიანსკში ხსენებული ხომალდის დაზიანების შესახებ 2022 წლის 24 მარტს იუწყებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S