ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა
14/02/2024 10:44:54 მსოფლიო
ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ცფათში 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ცფათის საავადმყოფო ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებშიც ადასტურებენ, რომ ლიბანიდან რაკეტები ცფათში მდებარე ჩრდილოეთის სარდლობის შტაბ-ბინის მიმართულებით გაისროლეს:
„ლიბანიდან ნეტუას, მანარასა და ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე სამხრედრო ბაზის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაფიქსირდა“.
ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო ცეცხლის შესახებ იუწყებიან.
ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა ცფათზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა ომის გამოცხადებად შეაფასა.


