Accentnews.ge
Bloomberg: თურქეთმა НАТО–ს გენმდივნის პოზიციაზე რუტეს მხარდასაჭერად პირობები წამოაყენა

Bloomberg: თურქეთმა НАТО–ს გენმდივნის პოზიციაზე რუტეს მხარდასაჭერად პირობები წამოაყენა

14/02/2024 11:14:37 მსოფლიო

თურქეთს სურს მიუკერძოებლობის გარანტიების მიღება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტესგან, რომელიც ითვლება ნატოს ახალი გენერალური მდივნის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად, აღნიშნულ პოზიციაზე მის დანიშვნამდე,– წერს "ბლუმბერგი".

ანკარას, კერძოდ, სურს დარწმუნდეს, რომ რუტე ან ნატოს სხვა ნებისმიერი მომავალი გენერალური მდივანი არ იქნება მიკერძოებული ალიანსის ევროპელი წევრების მიმართ და არ ითამაშებს საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად, რომლებთანაც თურქეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს. თურქულ მხარეს ასევე სურს, რომ მომავალმა გენერალურმა მდივანმა მას საშუალება მისცეს, შეუერთდეს ევროკავშირთან ნატოს პარტნიორობის პროგრამებს და ითხოვს გარანტიას, რომ არ იქნება შეზღუდვები თურქეთში სამხედრო პროდუქტების ექსპორტზე.

გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ ანკარა, ზოგადად, რუტეს ნატოს მომავალ გენერალურ მდივნობას დადებითად უყურებს, მაგრამ მას ჯერ არ მიუღია თურქეთის მოთხოვნების ჩამონათვალი.

ნატოს ამჟამინდელი გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება წელს ეწურება და გადაწყვეტილება მის შემცვლელზე ერთხმად უნდა მიიღოს ნატოს ყველა წევრმა. მედიის ცნობით, ამ თანამდებობაზე ძლიერი ფავორიტი მარკ რუტეა. რუტეს გარდა, ნატოს გენერალური მდივნის პოსტისადმი ინტერესი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისიანის კარინსმა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა გამოხატეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S