Accentnews.ge
სტოლტენბერგი: ვაძლიერებთ საბრძოლო მასალის წარმოებას, გერმანიამ ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც წელიწადში 200 000–ზე საარტილერიო ჭურვს გამოუშვებს

სტოლტენბერგი: ვაძლიერებთ საბრძოლო მასალის წარმოებას, გერმანიამ ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც წელიწადში 200 000–ზე საარტილერიო ჭურვს გამოუშვებს

14/02/2024 12:35:02 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საბრძოლო მასალის წარმოებას აძლიერებს. ამის შესახებ მან ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"მინისტერიალზე ჩვენ ასევე განვიხილავთ საბრძოლო მასალის წარმოების შემდგომ გაძლიერებას.ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ალიანსმა ამ მიმართულებით 10 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. ამასთან, ამ კვირაში გერმანიამ საქსონიაში საბრძოლო მასალის ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც სრული სიმძლავრით დატვირთვის შემთხვევაში წელიწადში დაახლოებით 200 000 საარტილერიო ჭურვს გამოუშვებს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S