სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ მოსკოვში არ დარჩეს ადგილი არასწორი გათვლებისთვის, დავიცვათ ყველა მოკავშირეს
14/02/2024 12:56:26 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ყველა მოკავშირეს დაიცავს. ამის შესახებ მან ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენ ვერასოდეს მივიღებთ მშვიდობას შრომის გარეშე. ამჟამად NATO-ს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ არანაირი გარდაუვალი სამხედრო საფრთხე არ არსებობს. NATO გააგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ მოსკოვში არ დარჩეს ადგილი არასწორი გათვლებისთვის ჩვენი მზადყოფნისა და სიმტკიცის შესახებ, დავიცვათ ყველა მოკავშირე", – განაცხადა სტლტენბერგმა.
მისივე თქმით, ალიანსი აგრეძელებს უკრაინის დახმარებას:
"მინისტერიალის გარდა, ამ კვირაში ასევე გავმართავთ NATO-უკრაინის საბჭოს სხდომასადა აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალურ შეხვედრას. ორივე ეს შეხვედრა ფოკუსირებული იქნება ჩვენს მხარდაჭერაზე. ჩვენ ვაგრძელებთ, დავეხმაროთ უკრაინას მიუახლოვდეს ალიანსის სტანდარტებს ყველაფერში – შესყიდვებით დაწყებული და ლოჯისტიკით დამთავრებული.
მოკავშირეები აგრძელებენ კიევისთვის იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. ეს მხარდაჭერა რეალურ განსხვავებას ქმნის. ჩვენი დახმარებით მამაცმა უკრაინელებმა დაიბრუნეს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის ნახევარი. გაიხსნა დერეფანი შავ ზღვაში და უკრაინელები დიდ ზარალს აყენებენ რუსეთის ძალებს. NATO-ს მხარდაჭერა არის ნამდვილი ტრანსატლანტიკური ტვირთის გაზიარების მაგალითი".
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოკავშირეები კიევის დახმარებას იქამდე გააგრძლებენ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.


