სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ აშშ–ის კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს მხარს დაუჭერს: "ეს არ არის ქველმოქმედება, ეს ინვესტიციაა ჩვენს უსაფრთხოებაში"
14/02/2024 12:57:51 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ აშშ–ის კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე და იმედი მაქვს, რომ აშშ კონგრესი მალე იგივეს გააკეთებს. ეს არ არის ქველმოქმედება.ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.


