1990-იანი წლების შემდეგ პირველად, გერმანია საკუთარი მშპ-ს 2%-ს გამოყოფს თავდაცვისთვის
14/02/2024 14:55:12 მსოფლიო
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, გერმანია საკუთარი მშპ-ს 2%-ს გამოყოფს თავდაცვისთვის NATO-ს სტანდარტის შესაბამისად. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ისაუბრა.
არსებული ცნობებით, გერმანიის მთავრობამ თავდაცვის ხარჯებისთვის მიმდინარე წელს 71.8 მილიარდი ევრო გამოყო, თუმცა დაზუსტებული ოდენობა კონფიდენციალურად რჩება.
ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 2024-ში 18 სახელმწიფო დააკმაყოფილებს ალიანსის 2%-იან სტანდარტს.
NATO-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 15 თებერვალს, ბრიუსელში გაიმართება.


