Accentnews.ge
ოსტინი: დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე – უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით

ოსტინი: დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე – უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით

14/02/2024 15:48:25 მსოფლიო

უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში მე-19 შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

“ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებით პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა დაეცემოდა, მაგრამ შეცდა! უკრაინამ გაუძლო!",–თქვა ოსტინმა და განაგრძო, რომ რუსეთი პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შემცირებას ელის.

ამის ფონზე, ოსტინის თქმით, აშშ-ისა და კოალიციის სხვა წევრების მხარდაჭერა ურყევი რჩება, ვინაიდან ეს მათ ინტერესებშიცაა:

“ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე (ვიცი, რომ თქვენ ასევე ხართ) - ეს საკონტაქტო ჯგუფი სიმტკიცითაა სავსე და ურყევია. აშშ უკრაინასთან ერთად დარჩება, და უკრაინას დაუჭერს მხარს პუტინისტური იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში […] უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით,” - განაცხადა ოსტინმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S