Accentnews.ge
ინაშვილი – მმართველ პარტიასა და ოპოზიციას: "ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი, თუ საერთოდ 2020 წლამდე მიიტანეთ სული"

ინაშვილი – მმართველ პარტიასა და ოპოზიციას: "ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი, თუ საერთოდ 2020 წლამდე მიიტანეთ სული"

28/05/2019 10:16:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ ირმა ინაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ჯგუფს [„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“] დაამხობს“.

„ხედავთ რა დონეზე მივედით? სანამდე მიგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, რომ უკვე ბოკერიები ამხელენ „ქართულ ოცნებას“ გამოდიან და სანდრო გირგვლიანს იცავენ. 2020 წლისთვის აი ეს ორივე უნდა დავამთავროთ ჩვენ, "ქართული ოცნებაც" უნდა დავამთავროთ და "ნაციონალური მოძრაობის“ ეს ორივე ჯგუფიც“, – განაცხადა ინაშვილმა.

დეპუატატი დავით–გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვან საქართველოს ინტერესები, თუმცა დასძინა, რომ ეს მმართველ გუნდს არ შეუძლია. 

„უზნეო ქვეყანა ააშენეთ თქვენ. რა პარლამენტია ეს, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში. ორივეს დაგამხობთ თქვენ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული, მადლობა თქვით კიდევ“, - მიმართა ინაშვილმა დეპუტატებს და სხდომათა დარბაზი დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S