Accentnews.ge
აბასი "ჰამასს" მოუწოდებს, "სწრაფად" დათანხმდეს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას

აბასი "ჰამასს" მოუწოდებს, "სწრაფად" დათანხმდეს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას

14/02/2024 16:26:32 მსოფლიო

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა "ჰამასს" მოუწოდა, სწრაფად დათანხმდეს ღაზას შეთანხმებას, რათა "მძიმე შედეგები" თავიდან იქნეს აცილებული - იუწყება პალესტინელთა ოფიციალური სააგენტო Wafa.

„მოვუწოდებთ „ჰამასის“ მოძრაობას, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება სწრაფად დაასრულოს, რათა ჩვენი პალესტინელი ხალხი კიდევ ერთი კატასტროფული მოვლენისგან დაიცვას, რომელსაც 1948 წლის „ნაკბაზე“ არანაკლებ მძიმე შედეგები მოჰყვება“, - აცხადებს მაჰმუდ აბასი.

პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი იმედოვნებს, რომ შეთანხმება ღაზას სექტორის ქალაქ რაფაჰს, ისრაელის მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციისგან გადაარჩენს.

გუშინ კაიროში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ უილიამ ბერნსს, „მოსადის“ ხელმძღვანელ დევიდ ბარნეას, კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანსა და ეგვიპტელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ღაზაში ზავის მიღწევისა და მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

აბასის განცხადებების ფონია ისრაელის მთავრობის მზადება სახმელეთო შეჭრისთვის ქალაქ რაფაჰში, სადაც, ისრაელის განცხადებით, "ჰამასის" ბოლო ბასტიონებია დარჩენილი. მაგრამ ღაზის სექტორის სამხრეთში განთავსებულ რაფაჰზე შეტევის პერსპექტივა მძლავრ შეშფოთებას აღძრავს საერთაშორისო თანამეგობრობაში, რადგან ამ ქალაქს ამჟამად თავს აფარებს ღაზას მოსახლეობის ნახევარზე მეტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S