
ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად მიიღო მონაწილეობა „რამშტაინის“ ფორმატში
14/02/2024 16:34:02 პოლიტიკა, თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად მიიღო მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ე.წ. რამშტანის ჯგუფის მე-19 შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.
საერთაშორისო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2022 წლის აპრილში გაიმართა.