
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
14/02/2024 17:41:35 საზოგადოება
"ციანიდის საქმეზე" დაკავებული დეკანონი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა,– ამის შესახებ მისი ძმა, თორნიკე მამალაძე იუწყება.
"7–წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი თავისუფალია",– წერს თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში.
ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ "აქცენტს" დაუდასტურა დეკანოზის პატიმრობიდან გათავისუფლება, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რომელი მექანიზმი იქნა გამოყენებული: დეკანოზის ადვოკატებს მიმართული ჰქონდათ როგორც პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით, ასევე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეწყალების შესახებ განცხადება არ გაკეთებია და სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს. თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.
2017 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
განახლება
დეკანოზმა მამალაძემ საპატიმრო პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით დატოვა.