Accentnews.ge
საფრანგეთი და გერმანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი და გერმანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

14/02/2024 18:57:13 მსოფლიო

საფრანგეთი და გერმანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში. აღნიშნული ირკვევა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებიდან.

შეტყობინების მიხედვით, მინისტრმა ლეკორნიამ გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ბორის პისტორიუსთან ერთად უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად კოალიცია შექმნა. კოალიციას დანიელი და ბელგიელი კოლეგებიც შეუერთდნენ.

„საარტილერიო კოალიციის შემდეგ, დღეს ბორის პისტორიუსთან ერთად ვქმნით უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდამჭერ კოალიციას“, - დაწერა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა X–ზე.

ამასთან, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დეკლარაცია გაზრდის უკრაინაში საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის ეფექტურობას და მიზნად ისახავს შესყიდვების გამარტივებას.

უკრაინის მოკავშირეები 14 თებერვალს ბრიუსელში მართავენ შეხვედრას, რათა განიხილონ კიევისთვის შემდგომი სამხედრო დახმარება.

"რამშტაინის" შემდეგ, რომელსაც ნატოს 31-ვე წევრი და უკრაინის 23 სხვა მოკავშირე ესწრება, ასევე გაიმართება ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S