Accentnews.ge
კონგრესში აშშ–ისთვის მოულოდნელ სერიოზულ საფრთხეზე ალაპარაკდნენ

კონგრესში აშშ–ისთვის მოულოდნელ სერიოზულ საფრთხეზე ალაპარაკდნენ

14/02/2024 19:58:09 მსოფლიო

კონგრესის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა ოთხშაბათს მოუწოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას განასაიდუმლოონ ინფორმაცია შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შესახებ, რათა შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ღიად იმსჯელონ, თუ როგორ უპასუხონ ამ საკითხს.

მანამდე ტერნერმა კონგრესის ყველა წევრს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყება, რომ მის კომიტეტს აქვს საიდუმლო ინფორმაცია უცხო სახელმწიფოს „მადესტაბილიზირებელი სამხედრო შესაძლებლობების“ შესახებ.

CNN წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა, რუსეთთან იყოს დაკავშირებული. CNN-ის წყაროების ცნობით, ეს არის "ძალიან მგრძნობიარე" ინფორმაცია. როგორც ერთ-ერთი წყარო მიუთითებს, ეს დიდ შეშფოთებას იწვევს და საფრთხე სულ ახლახან გახდა ცნობილი. შესაძლო საფრთხის ხასიათის დეტალები არ გაჟღერებულა.

Politico-ს ჟურნალისტი ალექს უორდი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის სამ წევრზე დაყრდნობით წერს, რომ კონგრესმენები მართლაც შეშფოთებულნი არიან მიღებული ინფორმაციით, მაგრამ აღნიშნავენ, რომ საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხეზე და არა მწვავე კრიზისზე.

Fox News-ის კორესპონდენტი ჯეკი ჰაინრიხი პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოტენციური საფრთხე შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კოსმოსურ სექტორთან.

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ტერნერის გზავნილის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მისი შეხვედრა კონგრესის კომიტეტების ხელმძღვანელებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ხუთშაბათს იგეგმება. მან არც დაადასტურა და არც უარყო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საგარეო საფრთხის არსებობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S