კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევაა
15/02/2024 05:55:37 მსოფლიო
კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევაა. რამდენიმე აფეთქება მოხდა კიევში. დედაქალაქის მერ ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა. კლიჩკომ კიეველებს მოუწოდა, თავშესაფრები არ დატოვონ.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აფეთქებებია დნიპროსა და ზაპოროჟიეშიც. BBC-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება მოხდა ქალაქ ლვოვშიც.
რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამთენიისას გამოცხადდა. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერტორიას რაკეტებით შეუტიეს Ту-95мс ტიპის ბომდამშენებიდან და შავი ზღვიდან.
დღევანდელი მასირებული შეტევის წინ რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს პოლტავის ოლქის ქალაქ მირგოროდზე. ამ ქალაქში უკრაინის არმიის საავიაციო ბაზა მდებარეობს. სარაკეტო დარტყმის შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.


