რუსეთი: კურსკის ოლქში ნავთობბაზა იწვის
15/02/2024 06:04:40 მსოფლიო
რუსეთის კურსკის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძრის შესახებ იუწყებიან.
"უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობბაზაში ხანძარი გაჩნდა", - აცხადებს ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა.
"კურსკის ოლქში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე", - აცხადებს გუბერნატორი.


