Accentnews.ge
სუპერ ბოულის აღლუმზე სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 20-ზე მეტი

სუპერ ბოულის აღლუმზე სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 20-ზე მეტი

15/02/2024 06:39:08 მსოფლიო

პოლიციის ცნობით, აშშ-ში, კანზას სიტიში, მისურის შტატში, ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა სუპერ ბოულში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი პირი ადგილობრივი დიჯეი იყო. ოთხი ადგილობრივი საავადმყოფოს ინფორმაციით, სულ მცირე 29 ადამიანი მკურნალობს კლინიკებში.

კანზას სიტის პოლიციის უფროსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად 22 ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან ერთი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მაგრამ პოლიცია დაშავებულთა საერთო რაოდენობის დასადგენად ჯერ კიდევ მუშაობს.

საავადმყოფოებში CNN-ს განუცხადეს , რომ 29 პაციენტიდან 19 მკურნალობს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებების გამო.

პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი ადამიანი დააკავა.

დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი იმყოფებოდა კანზას სიტის ცენტრში აღლუმსა და მარშზე, რათა აღენიშნათ Kansas City Chiefs განმეორებითი ჩემპიონობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S