პანამის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 4 მიგრანტი დაიღუპა
15/02/2024 06:55:48 მსოფლიო
პანამის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა, - იუწყება ადგილობრივი მედია.
მისი ცნობით, ნავზე 25 მიგრანტი იმყოფებოდა, რომელთაგან 4 დაიღუპა და 7 დაკარგულად ითვლება.
პანამის სასაზღვრო პოლიციამ განაცხადა, რომ მიგრანტებით სავსე ნავი პანამის სანაპიროსთან ახლოს ცუდი ამინდის გამო ჩაიძირა.
„სავარაუდოდ, არალეგალი მიგრანტები, კრიმინალებს კარეტოს რაიონთან ახლოს გადაჰყავთ, რომლებიც მიგრანტების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ“, - ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის განაცხადებაში.
პანამის მთავრობამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე დარიენის პროვინციაში, რომელსაც მიგრანტები აშშ-სკენ მიმავალ გზაზე გადიან, უსაფრთხოება გააძლიერა.


