მედია: იაპონიამ მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა
15/02/2024 06:58:40 მსოფლიო
იაპონიამ გასული წლის ბოლოს მოულოდნელად რეცესია განიცადა და მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა, - იუწყება Reuters იაპონიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, იაპონიას ეკონომიკის მოცულობით გერმანიამ გაუსწრო.
როგორც Reuters იტყობინება, იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 0.4%-ით შემცირდა, წინა კვარტალში 3.3%-იანი ვარდნის შემდეგ. ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნა კი, როგორც წესი, ტექნიკურ რეცესიად ითვლება.


