Accentnews.ge
კემერონი: "არ მინდა, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ"

კემერონი: "არ მინდა, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ"

15/02/2024 07:33:27 პოლიტიკა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონის განცხადებით, "არ სურს, იგივე სისუსტე აჩვენოს პუტინს, რაც დასავლეთმა უკვე აჩვენა 2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა".

კემერონმა რუსეთ-საქართველოს ომზე, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევის აუცილებლობის კონტექსტში ისაუბრა და აშშ-ის სენატს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, ტაივანისთვის და ისრაელისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარების პაკეტს.

"არ მინდა ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც პუტინის მიმართ 2008 წელს გამოვავლინეთ, როდესაც იგი საქართველოში შეიჭრა ან ვაჩვენოთ პასუხის გაცემის გაუბედაობა, როგორც ეს მოხდა 2014 წელს, როცა პუტინმა ყირიმი და დონბასის დიდი ნაწილი დაიპყრო. პუტინი 2022 წელს დაბრუნდა და მისი აგრესია ბევრად უფრო ძვირი დაგვიჯდა. მე მინდა, ვაჩვენოთ ის ძალა, რომელიც 2022 წლის შემდეგ გამოვავლინეთ, როცა დასავლეთი უკრაინას პუტინის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ნახევრის დაბრუნებაში დაეხმარა, NATO-ს სამხედრო პერსონალის დანაკარგების გარეშე", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰიტლერს შეადარა და აღნიშნა, რომ მისთვის სისუსტის ჩვენება ახლა იგივეა, რაც 1930-იან წლებში ჰიტლერისთვის სისუსტის ჩვენება.

ცნობისთვის: აშშ–ის კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს ითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S