Accentnews.ge
მედია: შვეიცარია სამხედრო ხარჯებს გაზრდის

მედია: შვეიცარია სამხედრო ხარჯებს გაზრდის

15/02/2024 08:00:25 მსოფლიო

შვეიცარია სამხედრო ხარჯებს გაზრდის, – იუწყება Reuters.

„არსებული არასტაბილურობის გათვალისწინებით, უსაფრთხოების პოლიტიკის ვითარება აშკარად რთულია ევროპის კონტინენტზე ომის, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენების გამო“, – განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამჰერდმა.

გამოცემის ცნობით, შვეიცარიამ 2023 წელს შეიარაღებული ძალების აღჭურვისთვის 1,9 მილიარდი ფრანკი გამოყო.

ამასთან, შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ მოითხოვს 5,53 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტს ახალი სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად, მათ შორის მართვადი რაკეტებისა და საკომუნიკაციო სისტემების გასაუმჯობესებლად.

გარდა ამისა, როგორც მედია წერს, შვეიცარია ააშენებს მონაცემთა დამუშავების ახალ ცენტრს, რომელიც სამხედროებისთვის იქნება განკუთვნილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S