Accentnews.ge
ზელენსკი:  ნიდერლანდები, გერმანია და ესტონეთი შეუერთდნენ "დრონების კოალიციას"

ზელენსკი:  ნიდერლანდები, გერმანია და ესტონეთი შეუერთდნენ "დრონების კოალიციას"

15/02/2024 08:18:15 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დრონების კოალიციას ნიდერლანდები, გერმანია და ესტონეთი შეუერთდნენ.

„ჩვენი საერთაშორისო კოალიციების, კერძოდ, დრონების კოალიციის კიდევ ერთი გაფართოება – ნიდერლანდები, გერმანია და ესტონეთი შეუერთდნენ დიდ ბრიტანეთს, ლატვიას და შვედეთს. კოალიციის საფუძველი ძლიერია, კოალიცია უკვე მუშაობს“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ ახალი შეხვედრა "რამშტეინის" ფორმატში 14 თებერვალს შედგა და მისი ამჟამინდელი პრიორიტეტები „ერთობლივი წარმოების გაზრდა და იარაღის, დრონების და საჰაერო თავდაცვის მიწოდების დაჩქარებაა".

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ICTV-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ "რამშტეინის" შეხვედრის დროს წარადგინა „საფუძვლიანი ანგარიში“, სადაც ჩამოყალიბებული იყო უკრაინის არმიის პრიორიტეტები.

„გასაგებია, რომ საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები #1 პრიორიტეტია. ხოლო პარტნიორებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან განაცხადეს, თუ რამდენს, რომელი ქვეყანა და თვის რომელ მონაკვეთში შეძლებს გადმოცემას. ეს მნიშვნელოვნად შეგვიმსუბუქებს სიტუაციას“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S