Accentnews.ge
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 26 რაკეტიდან 13 გავანადგურეთ

უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 26 რაკეტიდან 13 გავანადგურეთ

15/02/2024 08:39:05 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 15 თებერვლის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 26 რაკეტიდან 13 გაანადგურეს.

სამხედროების ცნობით, რუსებმა გაუშვეს სხვადასხვა ტიპის რაკეტები: 12 - Kh-101/Kh-555/Kh-55 ფრთოსანი; 6 ისკანდერ-მ/KN-23 ბალისტიკური რაკეტა; 2 ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი"; 4 X-59 მართვადი თვითმფრინავის რაკეტა; 2 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300.

სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ლვოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად. აფეთქების ტალღამ 16 საცხოვრებელ კორპუსში მინები ჩაამსხვრია, დაზიანდა შენობებთან გაჩერებული მანქანები.

ზაპოროჟიეში დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება და კომერციული ფართები, ცეცხლი გაუჩნდა ინფრასტრუქტურულ ობიექტსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S