საბერძნეთი და თურქეთიც უერთდებიან საჰაერო თავდაცვის ევროპულ ინიციატივას
15/02/2024 09:36:48 მსოფლიო
თურქეთი და საბერძნეთი ოფიციალურად შეუერთდებიან გერმანიის ხელმძღვანელობით შექმნილ ერთობლივ ევროპულ საჰაერო თავდაცვის პროექტს "ცის ფარი". ამის შესახებ, Bloomberg-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ეს ევროპული "ცის ფარის" წევრთა რაოდენობას 21-მდე ზრდის.
”ეს მნიშვნელოვანი რაოდენობაა ასეთ მოკლე დროში”, - თქვა პისტორიუსმა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხელმოწერის ცერემონია ხუთშაბათს გაიმართება. საბერძნეთში კომენტარის არ გაუკეთებიათ.
პისტორიუსმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ხუთშაბათს გააფორმებს კონტრაქტს თავის სლოვენიელ კოლეგასთან IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგომაზე გამოვიდა გერმანია „ცის ფარის“ ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ძალისხმევის კოორდინირებას. ინიციატივაში ასევე მონაწილეობენ ავსტრია და შვეიცარია.


