Accentnews.ge
რუსეთის ალთაის სამხედრო საწარმოში აფეთქება მოხდა

რუსეთის ალთაის სამხედრო საწარმოში აფეთქება მოხდა

15/02/2024 10:30:31 მსოფლიო

15 თებერვალს, დილით, რუსეთის ფედერაციის ალთაის რეგიონის ქალაქ ბიისკში, თავდაცვის საწარმოს მიდამოში აფეთქება მოხდა.

იუწყებიან, რომ ბიისკის მცხოვრებლებმა გაიგეს აფეთქების ხმა და შენიშნეს დაკვამლიანება. მათი თქმით, აფეთქების ტალღამ მინები დაამსხვრია.

ქალაქის მერმა მომხდარი "ტექნოლოგიურ პროცესს" დაუკავშირა და განაცხადა, რომ "შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“. დამატებითი დეტალები უცნობია.

მერმა არ დააკონკრეტა, რომელ საწარმოზე იყო საუბარი, მაგრამ ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ადგილობრივ გამოცემა Sibirsky Express-ს განუცხადა, რომ აფეთქება შეიძლებოდა მომხდარიყო ფედერალური კვლევითი და წარმოების ცენტრ Altai JSC–ს ქარხანაში. კომპანია არის სახელმწიფო კორპორაციის Roscosmos-ის ნაწილი და აწარმოებს, კერძოდ, საბრძოლო მასალას, მყარი საწვავის მუხტს სარაკეტო ძრავებისთვის. კომპანია ევროკავშირის, აშშ-ის, უკრაინისა და იაპონიის სანქციების სიაშია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S