
რაზმაძე: სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემს პოსტზე სხვა პირის დანიშვნა ეკრძალებოდა
15/02/2024 10:34:47 საზოგადოება
შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც შსს-ს ეკრძალებოდა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა.
„სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება, აღნიშნულს რა ,,მსუსხავი” ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. მე, რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით“, – წერს რაზმაძე.
გოგა რაზმაძის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის გასულ ზაფხულში გახდა ცნობილი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა სოციალურ მედიაში ვრცელი "პოსტი" გამოაქვეყნა, რომელშიც უწყებას მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებდა. რაზმაძემ უწყება აზრის გამოხატვის შეზღუდვაში დაადანაშაულა და არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში, სამსახურიდან დაითხოვდნენ. მოგვიანებით, 10 ნოემბერს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შსს-დან გაათავისუფლეს.
გოგა რაზმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 24 ნოემბერს მიმართა.