Accentnews.ge
2024 წელს საფრანგეთი თავდაცვვაზე მშპ–ს 2%-ს დახარჯავს

2024 წელს საფრანგეთი თავდაცვვაზე მშპ–ს 2%-ს დახარჯავს

15/02/2024 11:38:27 მსოფლიო

2024 წლის ბოლოსთვის საფრანგეთმა უნდა მიაღწიოს ნატოს დეკლარირებულ მიზანს, დახარჯონ მშპ-ს 2% თავდაცვაზე. ამის შესახებ, Politico–ს ცნობით, თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

2024 წელს საფრანგეთმა თავდაცვისთვის 47,2 მილიარდი ევრო გამოყო და წლის ბოლომდე მშპ-ს 2%-იან მიზანს უნდა მიაღწიოს.

ლეკორნუმ აღნიშნა, რომ ეს მაინც არ იქნება საკმარისი და ქვეყანას სჭირდება აქტიური ინვესტიცია შეიარაღებაში.

თავდაცვის შვიდწლიანი დაფინანსების გეგმა ითვალისწინებს ჯარში ინვესტიციების შემდგომ ზრდას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 1990-იანი წლების შემდეგ პირველად, გერმანია საკუთარი მშპ-ს 2%-ს გამოყოფს თავდაცვისთვის NATO-ს სტანდარტის შესაბამისად. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ისაუბრა.

არსებული ცნობებით, გერმანიის მთავრობამ თავდაცვის ხარჯებისთვის მიმდინარე წელს 71.8 მილიარდი ევრო გამოყო, თუმცა დაზუსტებული ოდენობა კონფიდენციალურად რჩება.

ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 2024-ში 18 სახელმწიფო დააკმაყოფილებს ალიანსის 2%-იან სტანდარტს.

NATO-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა 15 თებერვალს, ბრიუსელში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S