Accentnews.ge
ესტონეთის გენპროკურორი: არსებობს რისკი, რომ რომელიმე ქვეყანა დათანხმდება პრემიერ კალასის რუსეთში ექსტრადირებას

ესტონეთის გენპროკურორი: არსებობს რისკი, რომ რომელიმე ქვეყანა დათანხმდება პრემიერ კალასის რუსეთში ექსტრადირებას

15/02/2024 12:00:43 მსოფლიო

ესტონეთის გენერალური პროკურორი ანდრეს პარმასი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კაი კალასის ძებნაში გამოცხადება მის უცხოურ ვიზიტებს სარისკოს ხდის. წერს Delfi.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დიპლომატიური კანონმდებლობა პრემიერ-მინისტრს დაცვის გარანტიას აძლევს, სინამდვილეში მესამე ქვეყნების მიმართ მსგავსი მოლოდინი ვერ იქნება.

„თუ რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტს, უარი თქვას ვალდებულებებზე და მოიხმოს, მაგალითად, რუსეთთან დადებული ექსტრადიციის ხელშეკრულება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ხელი ავწიოთ და მივმართოთ კანონს, მაგრამ რა აზრი ექნება?" - თქვა პარმასმა.

გენერალურმა პროკურორმა დასძინა, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც კალასი აღარ იქნება მთავრობის მეთაური და იმოგზაურებს როგორც კერძო მოქალაქე, რისკი მხოლოდ გაიზრდება.

არსებული მონაცემებით, კალასი რუსეთის შსს–მ ძებნილთა სიაში შეიყვანა, თუმცა კონკრეტული მუხლი უცნობია. ძებნილთა სიაშია ასევე ესტონეთის სახელმწიფო მდივანი ტაიმარ პეტერკოპი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კალასი და პეტერკოპი ძებნილნი არიან „საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურებისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S