გამოკითხვა: უკრაინელების 40% ენდობა სირსკის, 90%-ზე მეტი – ზალუჟნის
15/02/2024 12:38:02 მსოფლიო
2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, უკრაინელების 40%-მა გამოუცხადა ნდობა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის, ხოლო ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ შეინარჩუნა ნდობის 94%. ამაზე მეტყველებს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) კვლევა, რომელიც 2024 წლის 5-10 თებერვალს ჩატარდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, 40% ფორმალურად ენდობა სირსკის, 21% არ ენდობა, 4%-ს კი ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულება აქვს.
სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ დეკემბერსა და თებერვალში გამოკითხულთა, შესაბამისად, 48%-მა და 35%-მა არაფერი იცოდა სირსკის შესახებ. ხოლო მათ შორის, ვინც მის შესახებ იცოდა, უფრო მაღალია ნდობა ახალი მთავარსარდლის მიმართ.
ასევე, სიის 13 საჯარო ფიგურას შორის უკრაინელების უმეტესობა ანუ 94% ენდობა ყოფილ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის, მხოლოდ 5% არ ენდობა მას.
სამხედრო ხელმძღვანელობიდან გაიზარდა ნდობა დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის მიმართ – 2023 წლის დეკემბერში მას 60% ენობოდა, 2024 წლის თებერვალში – 66%. გამოკითხულთა მხოლოდ 19% არ ენდობა მას.
KIIS-ის კვლევა ჩატარდა 2024 წლის 5-დან 10 თებერვლამდე სატელეფონო ინტერვიუების მეთოდით. სულ გამოიკითხა 18 წლის და უფროსი ასაკის უკრაინის ყველა რეგიონში (ყირიმის გარდა) მცხოვრები 1202 რესპონდენტი. 874 ინტერვიუ ჩატარდა 8 თებერვლის ჩათვლით, ანუ ვალერი ზალუჟნის გადადგომამდე, ხოლო 328 – 9 და 10 თებერვალს, ზალუჟნის გადადგომის შემდეგ.


