Accentnews.ge
რუსული წყაროები: „ცეზარ კუნიკოვმა“ ადმირალ სოკოლოვის თანამდებობა შეიწირა

რუსული წყაროები: „ცეზარ კუნიკოვმა“ ადმირალ სოკოლოვის თანამდებობა შეიწირა

15/02/2024 12:53:52 მსოფლიო

კრემლთან აფოლირებული რესურსები – ე.წ. Z-არხები და „სამხედრო კორესპონდენტები“ იუწყებიან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის გადაყენების შესახებ. ის ამ პოზიციას 2022 წლის 14 სექტემბრიდან იკავებდა. ვარაუდობენ, რომ მის მოვალეობას მისი ახლა უკვე ყოფილი მოადგილე, შავი ზღვის ფლოტის შტაბის უფროსი, ვიცე-ადმირალი სერგეი პინჩუკი შეასრულებს.

როგორც აღნიშნავენ, ეს დაკავშირებული უნდა იყოს უკრაინის მიერ 14 თებერვალს დიდი სადესანტო გემის „ცეზარ კუნიკოვის“ ჩაძირვასთან. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, გემი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა, როდესაც მასზე წარმატებული იერიში მიიტანეს.

სოკოლოვის წინამორბედი, იგორ ოსიპოვი, მედიის ცნობით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს 2022 წლის აპრილში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერის "მოსკვას" განადგურების შემდეგ. თუმცა იმის შესახებ, რომ სოკოლოვი ჩაანაცვლებდა მას, ოფიციალურად მხოლოდ იმავე წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა.

მიუხედავად საკადრო ცვლილებისა, შავი ზღვის ფლოტმა დანაკარგების მიღება გაგრძელდა. როგორც The Insider-მა გამოითვალა, ომის დროს განხორციელდა სულ მცირე 27 წარმატებული თავდასხმა რუსეთის საზღვაო ძალების და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გემებზე. სულ დაზიანდა 25 გემი და ნავი, განადგურდა 13 ხომალდი. ზოგიერთმა სერიოზული ზიანი მიიღო, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ აღდგენას.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკრაინის ომში შავი ზღვის ფლოტის 30%–ზე მეტი დაკარგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S