
PHR: სასამართლომ 20– წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც 2006 - 2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს
15/02/2024 12:59:58 სამართალი
"პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის" (PHR) ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.
"სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.
გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად", – ნათქვამია PHR–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.