Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის ძალები ხან იუნისის საავადმყოფოში შევიდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალები ხან იუნისის საავადმყოფოში შევიდნენ

15/02/2024 13:37:51 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში სპეცოპერაცია დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის წარმომადგენლების თქმით, მათ სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაცია აქვთ, რომ ამ საავადმყოფოში ჰყავთ დატყვევებული ისრაელელი მძევლები ან მათი ცხედრებია დასვენებული.

"ჩვენ ვატარებთ ზუსტ სამაშველო ოპერაციას, როგორც აქამდე გაგვიკეთებია. აქ ჩვენი დაზვერვა გვატყობინებს, რომ ისრაელელი ტყვეების ცხედრები არიან" - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.

პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელი ნასერის საავადმყოფოში სპეცოპერაციას "ჰამასის" ტერორისტების ასაყვანად ატარებს, მათ შორის იმ მებრძოლების, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S