TikTok დეზინფორმაციასთან ბრძოლას იწყებს
15/02/2024 13:52:13 მსოფლიო
Tiktok ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებამდე ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება.
კერძოდ, Tiktok გეგმავს, აპლიკაციაში ევროპის კავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ადგილობრივ ენაზე ფაქტების გადამოწმების განყოფილება შექმნას, რომელიც მომხმარებელს ნამდვილი და გამოგონილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევის შესაძლებლობას მისცემს.
2024 წელს ევროპარლამენტის გარდა, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანისა და ხმის მიცემის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით, სოციალური პლატფორმები და აპლიკაციები საკუთარ ძალისხმევას მნიშვნელოვნად აძლიერებენ.
Tiktok-ს დაახლოებით 134 მილიონი ევროპელი მომხმარებელი ჰყავს. 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, როდესაც მომხმარებელი აპლიკაციის საძიებო ველს ახალი ამბების გასაგებად იყენებს, მოძიებული ინფორმაციის დაახლოებით 20% ყალბ ამბებს შეიცავს. ევრ


