სტოლტენბერგი: თუ პუტინს გამარჯვების ნებას მივცემთ, ეს არა მხოლოდ უკრაინელების ტრაგედია, არამედ ჩვენთვისაც საშიში იქნება
15/02/2024 14:12:54 მსოფლიო
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„უკვე ვხედავთ იმ ფაქტის ზეგავლენას, რომ აშშ-მა ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მოველი, რომ კონგრესი დათანხმდება უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას. თუ ჩვენ პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების ნებას მივცემთ, ეს არა მხოლოდ უკრაინელების ტრაგედია არამედ ჩვენთვისაც საშიში იქნება. ეს სამყაროს კიდევ უფრო სახიფათო გახდის ჩვენთვის და დაგვატოვებს უფრო დაუცველებს, ამიტომ ჩვენ უსაფრთხოების ინტერესებში შედის უკრაინის მხარდაჭერა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ის კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს ითხოვს.


