ესპანეთი უკრაინას ჯავშანტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას გადასცემს
15/02/2024 14:47:50 მსოფლიო
ესპანეთის თავდაცვის მინისტრ მარგარიტა რობლესის განცხადებით, უკრაინას ჯავშანტექნიკასა და სხვა აღჭურვილობას უახლოეს მომავალში გადასცემს.
მისი თქმით, ომში მყოფ ქვეყანაში გაიგზავნება M113 ჯავშანტექნიკა, რომელთაგან ორი სანიტარიულ მანქანად გადაკეთდა. ასევე, უკრაინას გადაეცემა რამდენიმე სახანძრო და თოვლის გამწმენდი მანქანა, პერსონალის გადამზიდი და სხვა აღჭურვილობა, მათ შორის ორი მსუბუქი გემი, ელექტროგენერატორი და წყლის გამწმენდი.
"გარდა ამისა, რობლესმა გამოაცხადა სხვადასხვა იარაღის მიწოდება საჰაერო თავდაცვის, საჰაერო და საზღვაო ოპერაციებისთვის", - ნათქვამია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


