ისრაელის არმია: "ჰამასის" მეთაური აჰმედ ღული ლიკვიდირებულია
15/02/2024 16:58:51 მსოფლიო
ისრაელის არმიის ინფორმაციით, "ჰამასის" მეთაური აჰმედ ღული, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა, საჰაერო თავდასხმის შედეგად გაანადგურეს.
"აჰმედ ღული ღაზაში დაბრუნების შემდე, პასუხისმგებელი იყო მძევლის ნოა მარჩიანოს დაცვაზე, რომელიც მოგვიანებით "ჰამასმა" შიფას საავადმყოფოში მოკლა", – აცხადებს ისრაელის არმია.
7 ოქტომბერს "ჰამასის" მოულოდნელ თავდასხმას ისრაელზე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 240 პირი მძევლად იქნა აყვანილი. ისრაელმა საპასუხო იერიში მიიტანა ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს და სადაც 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით, 27 000 ადამიანი დაიღუპა.


